კოსი: მონტენეგრო გზას ადგას, რომ 2028 წელს ევროკავშირის 28-ე წევრი გახდეს

04.11.26 21:18
კოსი: მონტენეგრო გზას ადგას, რომ 2028 წელს ევროკავშირის 28-ე წევრი გახდეს

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი ამბობს, რომ შესაძლოა ევროკავშირს 2028 წელს 28-ე წევრად მონტენეგრო შეუერთდეს. 

როგორც კოსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მონტენეგრო ბოლო პერიოდში აქტიურად მოძრაობს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გზაზე და უკვე შეასრულა ბლოკის 21 მოთხოვნა.

მისივე თქმით, ასევე წინ მიიწევს მოლდოვა - "ეს საუკეთესო სტუდენტია ჩემს კლასში და უნდა ვთქვა, რომ ეს საუკეთესოა ჩემს კლასში. მოლდოვა წინ მიიწევს".

“მონტენეგრო ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ბოლო მონაკვეთზეა. 2011 წლის შემდეგ, როდესაც ევროკავშირმა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დახურა ხორვატიასთან, ჩვენ შეგვიძლია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების კიდევ ერთ კანდიდატ ქვეყანასთან დახურვა. ქვეყანამ ასევე გადამწვეტ პროგრესს მიაღწია ფუნდამენტურ საკითხებზე, კარგი შედეგებით კანონის უზენაესობაში, ეკონომიკურ მმართველობაში, სტატისტიკასა და საჯარო ადმინისტრაციულ რეფორმაში. ქვეყანამ უკვე დახურა [გაწევრიანების შესახებ] მოლაპარაკებების 21 თავი, 14 დარჩა. ეს ყველა თავის ორი-მესამედია და ევროკომისიის შეფასებით, მონტენეგრომ ყველა პირობა დააკმაყოფილა დარჩენილი თავების დასახურად. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, რეალისტურად, შეიძლება წლის ბოლომდე დასრულდეს. მონტენეგროს გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. მონტენეგრო გზას ადგას, რომ ევროკავშირის 28-ე წევრი გახდეს 2028 წელს და გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა ყველაზე ადრე 2027 ივნისში შეგვიძლია…

მოლდოვა. ადრე ვამბობდი ხოლმე: “ეს საუკეთესო სტუდენტია ჩემს კლასში” და უნდა ვთქვა, რომ ეს საუკეთესოა ჩემს კლასში. მოლდოვა წინ მიიწევს. უპრეცედენტო საგარეო ზეწოლების მიუხედავად, მოლდოვამ აღსანიშნავ პროგრესს მიაღწვია მის ევროპულ გზაზე. ქვეყანად ძლიერი მზაობა აჩვენა რეფორმების დაჩქარებისთვის, მათ შორის რთული რეფორმების, როგორიცაა მოსამართლეების შემოწმება.

ევროკომისიის შეფასებით, მოლდოვამ დააკმაყოფილა პირობები ყველა დარჩენილი სამომლაპარაკებლო კლასტერის გასახსნელად… შემდეგი პრიორიტეტი იქნება მოლდოვის ეკონომიკის ზრდა, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება.

უკრაინამ გააგრძელა ევროკავშირში წევრობისკენ სვლა ყველაზე რთულ პირობებში. რუსეთის აგრესიული ომის 4 წელზე მეტი ხნის შემდეგ, უკრაინამ გააგრძელა რეფორმების გატარება საანგარიშო პერიოდში, და ბოლო დროს ეს ჩქარდება. მსოფლიოში სხვა ქვეყანა არ არსებობს, რომელიც ევროკავშირში წევრობისკენ მიიწევს ასეთ რთულ პირობებში. უკრაინის პროგრესი აჩვენებს მისი ხალხის მიზანსწრაფულობას, ააშენონ საკუთარი მომავალი ევროკავშირში. ყველა დარჩენილი სამომლაპარაკებლო კლასტერის გახსნას წლის ბოლომდე მოველით,” - განაცხადა კოსმა.

მსგავსი სიახლეები