ამერიკელებს ცვლილებები სურთ - ბარაკ ობამა
ამერიკელებს ცვლილებები სურთ - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გაანაცხადა.
ექს-პრეზიდენტი კონგრესში მისი პარტიის დამაჯერებელი გამარჯვებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ახლა „დემოკრატების“ ამოცანაა განახორციელონ ცვლილებები ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა აქვთ.
„ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და არა ყოფს და ლიდერები, რომლებიც არსებულ გამოწვევებს კონკრეტული გადაწყვეტილებებით პასუხობენ.
მართალია, ამ ადმინისტრაციას ხელისუფლებაში კიდევ ორი წელი აქვს დარჩენილი, მაგრამ ახლა ჩვენი ამოცანაა, შევუდგეთ საქმეს, განვახორციელოთ ცვლილებები ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა გვაქვს, თავიდან ავიცილოთ შემდგომი ზიანი და საფუძველი ჩავუყაროთ მომავალს“, - აღნიშნა ობამამ
აშშ-ში ჩატარებული შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგებით, კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი „დემოკრატიულმა პარტიამ” მოიპოვა.