„დემოკრატებთან“ ვითანამშრომლებთ - ტრამპი

04.11.26 10:30
„დემოკრატებთან“ ვითანამშრომლებთ - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის ორივე პალატაში  - წარმომადგენელთა პალატასა და სენატში „რესპუბლიკური პარტიის“ დამარცხებას აღიარებს და ოპონენტებთან თანამშრომლობის მზაობას აცხადებს.

როგორც მან The New York Times-თან საუბრისას აღნიშნა, თეთრი სახლი „დემოკრატებთან“ ერთად მუშაობას გეგმავს და საერთო გადაწყვეტილებების მოძიების იმედი აქვს:

„ჩვენ „დემოკრატებთან“ ვითანამშრომლებთ და მათთან ერთად მუშაობას ველი. სავარაუდოდ, რაღაც გამოსავალს ვიპოვით“, - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, პრეზიდენტმა პარტიის წარუმატებლობის მთავარ ფაქტორზეც გაამახვილა ყურადღება და ირონიულად თუ პირდაპირ აღნიშნა, რომ ძირითადი პრობლემა საარჩევნო ბიულეტენებში მისი სახელისა და გვარის არარსებობა გახდა.

მსგავსი სიახლეები