მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონების თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა - Reuters
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, რომელიც „გაზპრომნეფტის“ კუთვნილებაა, მუშაობა დროებით შეაჩერა.
მიზეზი 20 სექტემბერს უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარებზე გაჩენილი ხანძრები გახდა.
ინფორმაციას Reuters ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის სფეროში მომუშავე სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის წყაროების ცნობით, დრონების ჩამოვარდნის შედეგად ნავთობის პირველადი გადამუშავების ორივე დანადგარზე ხანძარი გაჩნდა, დაზიანებული აღჭურვილობის შეკეთებას კი რამდენიმე კვირა დასჭირდება.
როგორც Reuters წერს, 21 სექტემბრიდან მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიერ წარმოებული ნავთობპროდუქტების საბითუმო პარტიები სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე გასაყიდად აღარ გამოუტანიათ.