ბესენტი: 23 სექტემბერს მთელ მსოფლიოში ყველა ირანული ავიაკომპანიის საქმიანობა შეჩერდება

22.09.26 00:13
ბესენტი: 23 სექტემბერს მთელ მსოფლიოში ყველა ირანული ავიაკომპანიის საქმიანობა შეჩერდება

23 სექტემბრიდან ირანის ავიაკომპანიები მსოფლიოს მასშტაბით საქმიანობას ვეღარ შეძლებენ, - ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივნის, სკოტ ბესენტიმ განაცხადა.

CNBC-სთან ინტერვიუში მან თქვა, რომ აშშ მეორეული სანქციების გამოყენებით ზეწოლას მოახდენს უცხოურ კომპანიებსა და აეროპორტებზე, რომლებიც ირანულ ავიაკომპანიებს მოემსახურებიან.

„გეტყვით, რომ ირანზე უპრეცედენტო ზეწოლას ვახორციელებთ. სახაზინო დეპარტამენტის სანქციების გამოყენების უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად გაფართოვდა 11 სექტემბრის შემდეგ. სწორედ მაშინ მოგვენიჭა იმ უფლებამოსილებების დიდი ნაწილი, რომლებსაც დღეს ვიყენებთ. დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენ ხუთი ახალი უფლებამოსილება მივიღეთ და ისინი ირანის რეჟიმის წინააღმდეგ უკვე გამოვიყენეთ, მათ შორის ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტის, კრიპტოვალუტისა და ოქროს მიმართულებებით.

23 სექტემბერს ყველა ირანული ავიაკომპანიის საქმიანობა მთელ მსოფლიოში შეჩერდება. როგორ ვაპირებთ ამის გაკეთებას? თუ ისინი დაეშვებიან, მათ ვერ მიაწვდით საწვავს, ვერ გაუწევთ სადესანტო მომსახურებას და ვერ მიჰყიდით ბილეთებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დოლარის სისტემიდან გაგთიშავენ“, – განაცხადა ბესენტმა.