შეწყდება თუ არა ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები - მაკრონი და ტრამპი შესაძლო მორატორიუმზე მსჯელობენ
უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეჩერების შესაძლო მორატორიუმი საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების განხილვის ერთ-ერთი თემა იყო. ემანუელ მაკრონის განცხადებით, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე მხარეებმა ენერგოსექტორზე დარტყმების შეწყვეტისკენ მიმართული ინიციატივები განიხილეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა საუბარს „ძალიან კარგი“ და „კონსტრუქციული“ უწოდა.
მაკრონის თქმით, ტრამპთან ასევე შეთანხმდნენ უკრაინის თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობაზე, მათ შორის კიევისთვის საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო ჩამჭრელი საშუალებების უფრო სწრაფად მიწოდებაზე. ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შესაძლო შეჩერების საკითხის განხილვას მაკრონი ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც გეგმავდა.
ამ ეტაპზე უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდაუსხმელობის შესახებ საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის. უკრაინა აცხადებს, რომ მზადაა ენერგეტიკულ ზავზე, თუ რუსეთიც ანალოგიურ ვალდებულებას აიღებს