სკოლის მოსწავლემ ცეცხლი გახსნა - დაშავდა 10 ბავშვი [ცნობები თურქეთიდან]

22.09.26 11:48
სკოლის მოსწავლემ ცეცხლი გახსნა - დაშავდა 10 ბავშვი [ცნობები თურქეთიდან]

 10 მოსწავლე დაშავდა თურქეთში,  ერთ-ერთ სკოლასთან შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს

დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

მედიის ინფორმაციით, თავდასხმა მანისას პროვინციის თურგუთლუს რაიონში მდებარე ერთ-ერთი საშუალო სკოლის წინ მოხდა.

შეიარაღებულმა თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა დააკავეს.

თავდამსხმელი იმავე სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეა.

მსგავსი სიახლეები