EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 3 წლით გაახანგრძლივა - სანქცირებულთა სიიდან ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი ამოიღეს

22.09.26 21:24
EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 3 წლით გაახანგრძლივა - სანქცირებულთა სიიდან ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი ამოიღეს

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2029 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ სასანქციო სიიდან რუსი ოლიგარქები - ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრინდმანი ამოიღო.

Reuters-ის ცნობით, შეთანხმება დაახლოებით 3 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე გავრცელებული სანქციების გახანგრძლივებას ითვალისწინებს.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციების რეჟიმის გაგრძელებას მანამდე ექვს თვეში ერთხელ სჭირდებოდა ერთსულოვანი მხარდაჭერა. ახალი შეთანხმების თანახმად, დაახლოებით 3 000 პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ მოქმედი შეზღუდვები სამი წლით გაგრძელდება.

გადაწყვეტილება ოფიციალურად ძალაში ფორმალური პროცედურის დასრულების შემდეგ შევა.