აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა
აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ, ტიმოთი კელიმ, ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დაუყოვნებლივ აღადგინოს „სიენენის“, MS NOW-ისა და „პოლიტიკოს“ ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში წვდომა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მათ შენობაში შესვლა აუკრძალა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჟურნალისტებისთვის პრესის აკრედიტაციების გაუქმება “კონსტიტუციურად ადეკვატური სამართლებრივი პროცედურის“ გარეშე განხორციელდა.
კელის თქმით, ჟურნალისტებს აკრედიტაციის გაუქმებამდე წინასწარი შეტყობინებისა და საკუთარი პოზიციის წარდგენის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.
ტრამპმა სამი მედიასაშუალების თეთრ სახლში დაშვება 19 სექტემბერს აკრძალა და ისინი “ყალბი ამბების“ გავრცელებაში დაადანაშაულა.