7 დაღუპული და 12 დაშავებული - რუსებმა ხარკოვში ფერმას დაარტყეს

24.09.26 12:25
7 დაღუპული და 12 დაშავებული - რუსებმა ხარკოვში ფერმას დაარტყეს

7 დაღუპული და 12 დაშავებული - რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელ სტარაია გნილიცაში სასოფლო-სამეურნეო საწარმოს დაარტყეს

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ფერმის თანამშრომლები არიან.

მისი თქმით, დაშავებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.