4-მა რუსულმა დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია, რუსეთის ომი საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას - სანდუ

24.09.26 12:41
4-მა რუსულმა დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია, რუსეთის ომი საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას - სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, ოთხმა რუსულმა დრონმა მისი ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.

"რუსეთის ომი საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას" - წერს სანდუ X-ზე.

24 სექტემბრის გამთენიისას, უკრაინაზე რუსეთის იერიშის დროს, ოთხმა რუსულმა დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია და მათგან, სულ მცირე, ერთი ჩრდილოეთით აფეთქდა.

რუსეთის ომი საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას. ჩვენ ამ ომს ვგმობთ და უკრაინის გვერდით ვდგავართ". - წერს სანდუ X-ზე.