მარია ზახაროვა ზელენსკიზე: ჭკუიდან სრულიად შეიშალა!
ჭკუიდან სრულიად შეიშალა, - ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კომენტარს, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს.
„ჩემი აზრით, ვალენტინ ბოგდანოვისთვის გაცემული პასუხით თუ ვიმსჯელებთ, ზელენსკი ჭკუიდან სრულიად შეიშალა“, - განაცხადა ზახაროვამ.
- ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს.
- ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ჩანს, როგორ ცდილობენ რუსი ჟურნალისტები უკრაინის პრეზიდენტს შეკითხვა დაუსვან, თუ „როდის ჩავა მოსკოვში“.