ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის დაახლოებით 3 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა

24.09.26 15:00
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის დაახლოებით 3 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის დაახლოებით 3 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, უკრაინა თანხას მხარდაჭერის პროგრამა - Ukraine Facility-ის ფარგლებში მიიღებს.

განცხადების თანახმად, აღნიშნული თანხიდან დაახლოებით 800 მილიონი ევრო პირველად, უკრაინის მხარდაჭერის სესხის (Ukraine Support Loan) ფარგლებში იქნება გამოყოფილი.