ათენში, აკროპოლისთან ძლიერი აფეთქების შედეგად საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა - დაშავებულია სამი ადამიანი
ათენის ისტორიულ ცენტრში, პლაკას რაიონში, აკროპოლისთან ახლოს, ძლიერი აფეთქების შედეგად ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. შემთხვევა დილით, ლისიკრატუსის ქუჩაზე მოხდა. დაშავდა სულ მცირე სამი ადამიანი, დაზიანდა მიმდებარე შენობები, მაღაზიები და ავტომობილები.
Reuters-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხუთ ადამიანს ეძებენ. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა საბერძნეთის ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა განიხილება.