25 დაშავებულს შორის 9 ბავშვია - რუსებმა ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს

28.09.26 10:02
25 დაშავებულს შორის 9 ბავშვია - რუსებმა ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს

25 ადამიანი დაშავდა რუსების მიერ ხარკოვის სალტოვსკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსზე იერიშის შედეგად. 

ხარკოვის რეგიონული- სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, დაშავებულებს შორის 9 ბავშვია. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სახლის ორი სართული დაინგრა.

წინასწარი ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქის კიევის რაიონსაც დაარტყეს.