სერბეთის პრეზიდენტი გადადგა

28.09.26 10:05
სერბეთის პრეზიდენტი გადადგა

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვით ადრე თანამდებობიდან გადადგა. 

თუკი ახალ მთავრობას მისი პარტია, სერბული პროგრესული პარტია ჩამოაყალიბებს, ეს ნაბიჯი შესაძლებელს ხდის, რომ გადამდგარი პრეზიდენტი პრემიერმინისტრად დაინიშნოს.

  • ვუჩიჩი პრეზიდენტის პოსტს ორჯერ იკავებდა. კონსტიტუციის მიხედვით, მას იგივე თანამდებობაზე კენჭისყრის უფლება აღარ აქვს, შესაბამისად ახლა აპირებს კენჭი იყაროს პრემიერმინისტრის პოსტზე.

"ეს ჩემთვის ამ შენობაში ბოლო საღამოა. ერთგულად გემსახურეთ თქვენ და ჩემს სამშობლოს, სერბეთს. ვამაყობ იმის გამო, თუ რაც გავაკეთეთ ერთად". - თქვა ვუჩიჩმა და პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეკრებილი მხარდამჭერებს მიმართა. 

გარდამავალ პერიოდში პრეზიდენტის თანამდებობას პარლამენტის ახლანდელი მოწვევის სპიკერი, ანა ბრნაბიჩი დაიკავებს.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ის 90 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. 

სექტემბრის დასაწყისში ვუჩიჩმა პარლამენტის დათხოვნის შესახებ განკარგულება გასცა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.

გადაწყვეტილებას ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური კრიზისი უძღოდა. 

საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება.