რუსეთმა ისევ დაარტყა კიევს - არის მსხვერპლი

30.09.26 09:52
რუსეთმა ისევ დაარტყა კიევს - არის მსხვერპლი

რუსებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.  ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაიღუპა 2 და დაშავდა 4 ადამიანი. დაიწვა რამდენიმე სახლი. 

ამასთან, რუსულმა ძალებმა დრონებით და რაკეტებით შეუტიეს კიევის ოლქს, რის შედეგადაც ერთი ბავშვი დაიღუპა, სამი ადამიანი დაშავდა, დაინგრა და დაზიანდა სახლები, ინფრასტრუქტურის ობიექტები.

ბუჩას რაიონში დაზიანდა სამი კერძო სახლი, 11 ავტომობილი და ორი საწყობი. 

მსგავსი სიახლეები