სომალის სანაპიროსთან მეკობრეების მიერ გატაცებული ნავთობტანკერის ეკიპაჟის ხუთი წევრი დაიღუპა

30.09.26 12:04
სომალის სანაპიროსთან მეკობრეების მიერ გატაცებული ნავთობტანკერის ეკიპაჟის ხუთი წევრი დაიღუპა

სომალის სანაპიროსთან მეკობრეების მიერ გატაცებული ნავთობტანკერის ეკიპაჟის ხუთი წევრი დაიღუპა, სანამ ადგილობრივი უსაფრთხოების ძალები გემს დაიკავებდნენ - ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

მათივე ცნობით, პუნტლენდის ინფორმაციის მინისტრის მოადგილემ, ბილე კაბაუსადემ, განაცხადა, რომ ხუთივე მათგანი მეკობრეებმა მოკლეს, სანამ რეგიონალური ძალები MT Hoarner 25-ზე (ნავთობის ტანკერი) ავიდოდნენ.

ხელისუფლებამ დამატებითი დეტალები არ გაამხილა, თუ როგორ დაიღუპა ეკიპაჟის ხუთი წევრი ან როგორ აიღეს მეკობრეებმა გემის კონტროლი.

როგორც ცნობილია, დაღუპულთა შორის სამი პაკისტანელი, ერთი ინდოელი და ერთი მიანმარის მოქალაქეა. ეკიპაჟის კიდევ ოთხი წევრი დაშავდა, მათ შორის სამი პაკისტანელი და ერთი ინდოელი.

BBC-ის ინფორმაციით,  ხელისუფლებამ დამატებითი დეტალები არ გაამხილა, თუ როგორ დაიღუპა ეკიპაჟის ხუთი წევრი ან როგორ აიღეს მეკობრეებმა გემის კონტროლი.