აქცია საფრანგეთში - დაშავდა მცირე 10 მასწავლებელი და 48 პოლიციელი, დააკავეს 400 დემონსტრანტი

30.09.26 12:26
აქცია საფრანგეთში - დაშავდა მცირე 10 მასწავლებელი და 48 პოლიციელი, დააკავეს 400 დემონსტრანტი

საფრანგეთში სტუდენტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 10 მასწავლებელი, რამდენიმე მოსწავლე, ასევე 48 სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი დაშავდა - ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

BBC-ის მიერ გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანდს, როგორ უკიდია ურნებს ცეცხლი და როგორ აზიანებდნენ მომიტინგეები ავტობუსის გაჩერებებს.

დაკავებულია 400 დემონსტრანტი. 

მათივე ცნობით, დემონსტრაციები, რომლებიც პარიზში დაიწყო და რომლის დროსაც მოზარდებმა დღეების განმავლობაში სკოლები დაბლოკეს, გამოწვეულია ისეთი პრობლემებით, როგორიცაა გადატვირთული კლასები და მასწავლებლების დეფიციტი.

გავრცლებული ინფორმაციით, საფრანგეთის განათლების მინისტრმა ედუარ ჟეფრეიმ განაცხადა, რომ სტუდენტებს აქვთ პროტესტის უფლება, თუმცა ძალადობის შესახებ ცნობებს „გაუმართლებელი“ უწოდა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი 164 ადამიანის დაკავების შემდეგ სკოლებში საპროტესტო აქციების ესკალაციის წინააღმდეგ აფრთხილებს.