ირანმა სამშვიდობო წინადადებაზე აშშ-ის პასუხი მიიღო - Reuters

30.09.26 12:40
ირანმა სამშვიდობო წინადადებაზე აშშ-ის პასუხი მიიღო -  Reuters

ირანმა კატარელი შუამავლების მეშვეობით, აშშ-ის პასუხი მიიღო შვიდდღიან გეგმაზე, რომელიც მხარეებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად -  ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აშშ-ის პასუხს თეირანში, ირანელ ოფიციალურ პირებთან განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ირანმა წარადგინა შვიდდღიანი წინადადება, რომლის თანახმადაც, არაყჩიმ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე შეიძლება ხელახლა გაიხსნას და ნორმალური საზღვაო მიმოსვლა აღდგეს, თუ აუცილებელი პირობები დაკმაყოფილდება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შემდგომში უარყო წინადადება, რამაც კატარის შემდგომი შუამავლობა გამოიწვია.