რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა
რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს.
„ხელი მოეწერა ბრძანებულებას, რომლითაც რუსეთიდან პირდაპირი მწარმოებლების მიერ ექსპორტირებული დიზელისა და საზღვაო საწვავის, ასევე გაზის ზეთების ექსპორტის აკრძალვა 2026 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა“ - წერია განცხადებაში.
მათივე ცნობით, გადაწყვეტილება მიღებული იქნა საწვავის შიდა ბაზარზე სტაბილური სიტუაციის შესანარჩუნებლად, მათ შორის მოსავლის აღების სეზონზე საავტომობილო საწვავზე გაზრდილი მოთხოვნის კონტექსტში.
რუსეთში საწვავის ექსპორტის ზოგადი აკრძალვა 2027 წლის 31 იანვრამდე რჩება ძალაში. თუმცა, დიზელის, საზღვაო საწვავის და გაზის ზეთების პირდაპირი მწარმოებლებისთვის შეზღუდვა 2026 წლის 30 სექტემბრამდეა დაწესებული.