Eurostat-ი: 2026 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 2 140 მოქალაქე გამოაძევეს
2026 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირიდან ქვეყნებიდან საქართველოს 2 140 მოქალაქე გამოაძევეს - მონაცემებს Eurostat-ი ავრცელებს.
ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის არამოქალაქეთა შორის, რომლებზეც ბლოკის ტერიტორიის დატოვების ბრძანება გაიცა, საქართველოს 2 140 მოქალაქეა.
მთლიანობაში, წლის მეორე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებმა 110 335 არამოქალაქეს უბრძანეს ბლოკის დატოვება, ხოლო მესამე ქვეყნებში 36 825 ადამიანი დააბრუნეს.
- გაძევებულებს შორის უმეტესობა ალჟირის (10 390), მაროკოს (6 200) და სირიის (5 180), ხოლო მესამე ქვეყნებში დაბრუნებულთა შორის უმეტესობა თურქეთისა (3 765) და სირიის (2 770) მოქალაქეა.
- ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეების ყველაზე მაღალი რაოდენობა, რომლებსაც ქვეყნის დატოვება უბრძანეს, საფრანგეთში (32 420), პორტუგალიასა (11 190) და გერმანიაში (8 160) დაფიქსირდა. მესამე ქვეყნებში დაბრუნებული ადამიანების ყველაზე მაღალი რაოდენობა გერმანიაში (8 400), საფრანგეთსა (3 825) და პოლონეთში (3 005) დაფიქსირდა.
ევროსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ექვს თვეში - იანვრიდან ივნისის ჩათვლით, - ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 12 615 ადამიანი დააბრუნეს.
წელს პირველ კვარტალში - იანვარში, თებერვალსა და მარტში კი ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოში 10 475 მოქალაქე გამოაძევეს.