ტრამპი: ერაყს ვტოვებთ და სახლში მივდივართ, ეს დიდებული დღეა ამერიკისთვის

30.09.26 23:05
ტრამპი: ერაყს ვტოვებთ და სახლში მივდივართ, ეს დიდებული დღეა ამერიკისთვის

 ერაყს ვტოვებთ და სახლში მივდივართ, ეს დიდებული დღეა ამერიკისთვის" - ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აშშ-ის შეიარაღებული ძალების ერაყიდან გაყვანას.

მისი თქმით, აშშ ერაყს შესანიშნავი პრემიერ-მინისტრის ხელში ტოვებს, რომელსაც თავიდანვე უჭერდა მხარს. 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დონალდ ტრამპი ერაყში სამხედრო ოპერაციისთვის წინამორბედ სამ პრეზიდენტს აკრიტიკებს.

დღეს მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ამერიკული ძალების ბოლო ნაწილები ტოვებენ ერაყს! დიდი დრო გავიდა და ძალიან ცუდმა გადაწყვეტილებამ თავდაპირველად ჩაგვაგდო ამ ჩიხურ მდგომარეობაში, თუმცა მალე ეს ყველაფერი ისტორიის ნაწილი იქნება. ეს დიდებული დღეა ამერიკისთვის და, რაც მნიშვნელოვანია, ერაყს ვტოვებთ ახალი, შესანიშნავი პრემიერ-მინისტრის, ალი ალ-ზაიდის, ხელში, რომელსაც თავიდანვე ვუჭერდი მხარს. მან არჩევნები მოიგო, სადაც არავინ ელოდა მის გამარჯვებას, თანაც დამაჯერებელი უპირატესობით!..

არჩევანი მქონდა დავრჩენილიყავით ან წავსულიყავით და უდავოა, რომ ამერიკისთვის სახლში წასვლის დრო იყო! პრემიერ-მინისტრი ალ-ზაიდი შესანიშნავია და იმედია შეძლებს საქმეებთან კარგად გამკლავებას. ჩვენ ხალიფატის წინააღმდეგ საბრძოლველად მოვედით. ხალიფატი აღარ არსებობს. ჩვენ სახლში მივდივართ!”, - წერს ტრამპი.

ერაყის გათავისუფლების ოპერაცია 2003 წლის 20 მარტს დაიწყო, როცა აშშ-ის ლიდერობით შექმნილი კოალიციის ძალები შევიდნენ ერაყში და ამის საფუძვლად გამოცხადდა ერაყის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის ფლობა. თავდაპირველმა ინტენსიურმა დაბომბვებმა შეარყია და კვირებში ჩამოშალა სადამ ჰუსეინის 30-წლიანი მმართველობა.

მასობრივი განადგურების იარაღი არ იქნა აღმოჩენილი. კონფლიქტი კი გადაიზარდა გაჭიანურებულ შიდა დაპირისპირებაში. 

ერაყში 4500-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

 

მსგავსი სიახლეები