აშშ-ში სიკვდილმისჯილი ქალი პატიმარი ორგანიზმში სასიკვდილო ინექციის შეყვანის შემდეგ გადარჩა

01.10.26 12:12
აშშ-ში სიკვდილმისჯილი ქალი პატიმარი ორგანიზმში სასიკვდილო ინექციის შეყვანის შემდეგ გადარჩა

აშშ-ის ტენესის შტატში სიკვდილმისჯილი ქალი კრისტა პაიკი ორგანიზმში სასიკვდილო ინექციის შეყვანის შემდეგ გადარჩა - ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, სიკვდილით დასჯის პროცედურის ორი სასიკვდილო ინექციის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, განაცხადა მისმა ადვოკატმა.

BBC ის წყაროს ცნობით, 50 წლის პაიკი ამჟამად საავადმყოფოში „სიცოცხლის გადარჩენის ზომებს იღებს“ მას შემდეგ, რაც მას პენტობარბიტალის ორი შპრიცი გაუკეთეს.

ცნობისთვის, პაიკს 1996 წელს სიკვდილით დასჯა მიესაჯა 19 წლის კოლინ სლემერის მკვლელობისთვის. მისი სიკვდილით დასჯა ბოლო წუთს მიმდინარე სასამართლო დავის საგანი გახდა.

პაიკი 18 წლის იყო, როდესაც მან და მისმა მაშინდელმა შეყვარებულმა, ტადარილ შიპმა, სცემეს, აწამეს და მოკლეს 19 წლის სლემერი, რომელიც პრობლემური მოზარდებისთვის განკუთვნილ სამუშაო სასწავლო ბანაკში გაიცნეს.

სიკვდილით დასჯის მცდელობა ნეშვილში, რივერბენდის მაქსიმალური უსაფრთხოების დაწესებულებაში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:00 საათზე (ხუთშაბათს, 01:00 GMT-ზე) მოხდა.

მსგავსი სიახლეები