ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა
ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
განცახდებაში ნათქვამია, რომ ესტონეთი ლატვიასთან და ლიტვასთან ერთად მუშაობს იმაზე, რომ ბალტიისპირეთის პორტები რუსეთისთვის სატრანზიტო მარშრუტები არ გახდეს.
მარგუს ცაჰკნას თქმით, ისინი არ დაეხმარებიან რუსეთს ომის დაფინანსებასა და აგრესიის შენარჩუნებაში.
რუსეთი თავს ესხმის უკრაინის პორტებს, ბლოკავს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, შემდეგ კი საკუთარი მარცვლეულისთვის ახალ მარშრუტებს ეძებს. ესტონეთი ასეთ მარშრუტს არ უზრუნველყოფს.
მე ჯერ კიდევ სექტემბერში გავაფრთხილე, რომ რუსული მარცვლეულის ტრანსპორტირება ესტონეთის გავლით არ დაეგეგმათ - დღეს კი ეს გაფრთხილება კანონად ვაქციეთ.
რუსეთს არ შეუძლია აგრესიული ომი აწარმოოს და ამავდროულად მოლოდინი ჰქონდეს, რომ ჩვენ მათ ვაჭრობაში დავეხმარებით. ჩვენ მათი ომის დაფინანსებას ხელს არ შევუწყობთ". - წერს ცაჰკნა X-ზე.