რუსებმა კიევში ხიდს დაარტყეს
რუსებმა კიევში ხიდი დაბომბეს. - ინფორმაციას უკრაინული მედია პრავდა ავრცელებს.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა, რომ სამხრეთ ხიდის დამხმარე მონაკვეთთან უპილოტო საფრენი აპარატის ორი თავდასხმა მოხდა, რის გამოც ხიდზე მეტროსა და სახმელეთო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.
მედიის ცნობით, კიევავტოშლიახმისტის მუნიციპალური საწარმოს სპეციალისტები შეჯახების შემდეგ ნაგებობას ამოწმებენ.