უკრაინამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 4 წინადადება მიიღო - სიბიჰა

02.10.26 10:28
უკრაინამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 4 წინადადება მიიღო - სიბიჰა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიჰას განცხადებით, უკრაინამ ინდოეთისგან, თურქეთისგან, ეგვიპტისა და შეერთებული შტატებისგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოთხი წინადადება მიიღო.

სიბიჰას თქმით, უკრაინა ღიაა ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა ფორმატისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის შეწყვეტა მოიცავს, როგორც ენერგეტიკულ ობიექტებს, ასევე შავ ზღვას.

ჩვენ გვაქვს ოთხი წინადადება. ყველაზე ყოვლისმომცველი ინდოეთის წინადადებაა. მზად ვართ ენერგეტიკულ ობიექტებზე და შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისთვის, მაგრამ მხოლოდ ამ კომბინაციით. ენერგეტიკა და ცეცხლის შეწყვეტა შავ ზღვაში. ეს ნიშნავს ცეცხლის სრულ შეწყვეტას ყველა ენერგეტიკულ ობიექტზე, მათ შორის პორტის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტას. მსგავსი წინადადებები წამოაყენეს თურქეთმა და ეგვიპტემაც. ქვეყნებმა შემოგვთავაზეს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის მიზნით.

არსებობს მეოთხე წინადადება - ამერიკის შეერთებული შტატებისგან - ენერგეტიკული ზავის შესახებ; ის პრეზიდენტ ზელენსკის და ტრამპს შორის შეხვედრის დროს განიხილეს. საერთო ჯამში, მიგვაჩნია, რომ ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება იყოს პრეზიდენტ ზელენსკის და პუტინს შორის შეხვედრის ერთ-ერთი შედეგი. ღია ვართ ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა ფორმატისთვის, მათ შორის უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის შეხების ხაზის გასწვრივ“, - აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.