რუსეთმა ოდესის ოლქში სამოქალაქო სატვირთო გემს დაარტყა - დაიღუპა მეზღვაური

04.10.26 10:19
რუსეთმა ოდესის ოლქში სამოქალაქო სატვირთო გემს დაარტყა - დაიღუპა მეზღვაური

რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქის ერთ-ერთ პორტში ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო სატვირთო გემს დაარტყეს. თავდასხმის შედეგად ერთი მეზღვაური დაიღუპა, ეკიპაჟის სამი წევრი კი დაიჭრა. კიდევ 13 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციამ მომხდარს რუსეთის მხრიდან სამოქალაქო ნაოსნობაზე მორიგი მიზანმიმართული თავდასხმა უწოდა.

„რუსეთი განაგრძობს მშვიდობიანი სავაჭრო ფლოტისა და მეზღვაურების ტერორიზებას, რომლებიც უკრაინის საზღვაო გზების ფუნქციონირებისთვის ყოველდღიურად საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ“, - აცხადებენ უწყებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ დარტყმის სამიზნე იყო მშრალი ტვირთის გადამზიდავი გემი, რომელსაც, მოსკოვის ვერსიით, უკრაინაში სამხედრო ტვირთი ჩაჰქონდა.