რუსეთმა კიევში ჩრდილოეთის ხიდს დაარტყა - დაშავდა ორი ადამიანი

04.10.26 16:38
რუსეთმა კიევში ჩრდილოეთის ხიდს დაარტყა - დაშავდა ორი ადამიანი

რუსეთის ძალებმა კიევში ჩრდილოეთის ხიდს დაარტყეს. უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დარტყმის შედეგად ხიდის სავალი ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ადგილობრივი არხების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს დაზიანებული გზის საფარი. დარტყმის მომენტში ხიდზე ავტომობილები გადაადგილდებოდნენ. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.

მოგვიანებით კლიჩკომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა - ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორეს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

რუსეთის იერიშის შედეგად დაზიანდა თბომაგისტრალიც, რის გამოც კიევის დესნიანსკის რაიონს ცხელი წყლის მიწოდება დროებით შეუწყდება. კლიჩკოს თქმით, აღდგენით სამუშაოებს სარემონტო ჯგუფები ჩაატარებენ.