რუსეთის იერიშს ზაპოროჟიეზე 20 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი, ემსხვერპლა

11.10.26 00:24
რუსეთის იერიშს ზაპოროჟიეზე 20 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი, ემსხვერპლა

ზაპოროჟიეზე რუსული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა-ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

უწყების განცხადებით, სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

"ზაპოროჟიე: რუსების ავიადარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20 ადამიანამდე გაიზარდა, მათგან 3 ბავშვია.კიდევ 18 ადამიანი დაშავდა, მათგან 3 ბავშვია. მაშველებმა 3 ადამიანი გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ფსიქოლოგებმა დახმარება 35 მოქალაქეს გაუწიეს". - წერს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური

10 ოქტომბრის დილას რუსულმა ჯარებმა ზაპოროჟიეში მართვადი ავიაბომბებით ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე იერიში მიიტანეს.