ტრამპი რუსეთიდან დიზელის ყიდვაზე: ამერიკელი ხალხისთვის სწორი არჩევანი გავაკეთე
ევროკავშირმა რუსეთს ენერგორესურსებში 250 მილიარდი დოლარი გადაუხადა, ხოლო ყალბ ამბებზე მომუშავე მედიას ამ თემასთან მიახლოებაც კი არ სურს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მან ამერიკელი ხალხისთვის სწორი არჩევანი გააკეთა.
„ევროკავშირმა რუსეთს ენერგორესურსებში 250 მილიარდი დოლარი გადაუხადა, ხოლო ყალბ ამბებზე მომუშავე მედიას ამ თემასთან მიახლოებაც კი არ სურს. მე ამერიკელი ხალხისთვის სწორი არჩევანი გავაკეთე, ყოველთვის ამერიკა პირველ ადგილზე“, – წერს ტრამპი.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახა, რომ რუსეთი ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.
დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეუთანხმდა, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს 300 000 ტონაზე მეტ დიზელს, ნოემბერში დამატებით 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ კიდევ მილიონ ტონას.
- ტრამპის განცხადებით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსკოვი მოკლე დროში კიდევ 3 მილიონი ტონა დიზელის მიწოდებას შეძლებს. ჯამში საუბარია დაახლოებით 4.8 მილიონ ტონა საწვავზე.