13 ოქტომბერს ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის

12.10.26 20:53
13 ოქტომბერს ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის

ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერებს 13 ოქტომბერს გახსნის.

ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ირლანდიის ევროპის საკითხებში მინისტრი, ტომას ბირნი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ამ საკითხზე ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო შეთანხმდა. 

“მონტენეგროს ორშაბათს” კიდევ ერთი “სუპერ სამშაბათი” მოჰყვება ალბანეთისთვის, მოლდოვისთვისა და უკრაინისთვის.

შემიძლია დავადასტურო, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო შეთანხმდა რომ: გაიხსნას [გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების] მე-2 და მე-3 კლასტერები უკრაინისა და მოლდოვისთვის; დაიხუროს [შესრულებულად ჩაითვალოს] 3 ქვეთავი მონტენეგროსთვის (17, 18 და 19); დაიხუროს [შესრულებულად ჩაითვალოს] მე-20 ქვეთავი ალბანეთისთვის,” - წერს ბირნი.