ზელენსკი ევროკავშირს ახალი სანქციებისთვის მადლობას უხდის

12.10.26 21:07
ზელენსკი ევროკავშირს ახალი სანქციებისთვის მადლობას უხდის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას, ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლეიენსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა.

ზელენსკის თქმით, “ეს არის სწორი და შეუცვლელი სიგნალი“.

“სულ უფრო აშკარა ხდება, რომ რუსეთს არ სურს აშშ-ის მიერ შემოთავაზებულ ენერგოზავზე დათანხმება და აპირებს გააგრძელოს თავისი ტერორისტული საჰაერო თავდასხმები ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. მხოლოდ დღეს რუსეთმა თავდასხმა განახორციელა 6 ენერგოობიექტზე უკრაინაში.

მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაიჭრა 33 ადამიანი. ასე ხდება, როცა რუსეთი ხედავს მეტი შემოსავლების მიღების პერსპექტივას თავისი ომის მანქანისთვის. შესაბამისად, მეტი ზეწოლა რუსეთის კომპანიებზე, კერძოდ ბალისტიკური რაკეტებისა და “შაჰედების” წარმოებაში მონაწილე კომპანიებზე, არის სწორი და შეუცვლელი სიგნალი, თუკი სერიოზულად ვუდგებით რუსეთის ომის დასრულების საკითხს“, - დაწერა  X-ზე  ზელენსკიმ.

  • ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი დაამტკიცა, რომელშიც 1,600-მდე პირი და კომპანია შედის.
  • ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
  • მათივე ინფორმაციით, დღევანდელი სანქციები კონკრეტულად მიზანში იღებს საშუალო რგოლის მომწოდებლებს, რომლებიც რუსული სამხედრო მრეწველობის “ბირთვს” წარმოადგენენ და წლიურად სულ მცირე 20 მილიარდი ევროს ოდენობის ბრუნვას უზრუნველყოფენ და 250,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებენ.