არც ტრამპს, არც მასკს და არც სხვა ვინმეს არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა - ზელენსკი

15.10.26 10:11
არც ტრამპს, არც მასკს და არც სხვა ვინმეს არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს, რადგან ომს საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს.

ზელენსკის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის არჩევის უფლება არც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აქვს, არც მილიარდერ ილონ მასკს და არც ვინმე სხვას მსოფლიოში.

„არც ტრამპს, არც მასკს და არც სხვას მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა. „“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა ნებაყოფლობით გადადგომას, ზელენსკიმ უპასუხა: „რა თქმა უნდა, არა. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა“.

ზელენსკის თქმით, „ზოგიერთ გავლენიან ადამიანს მისი შეცვლა სურს, რადგან ის არასდროს აღიარებს უკრაინის მიწას რუსეთის ტერიტორიად“.

„თუ ხელისუფლებას ჩამომაშორებენ, დარწმუნებული ვარ, ახალი ლიდერი - კაცი თუ ქალი ჩვენს ქვეყანას დაიცავს. რადგან ეს ჩვენი სახლია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.