სტამბოლში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა

15.10.26 14:12
სტამბოლში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა

სტამბოლში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, წყლის ნაკადმა ავტომობილები წაიღო, მუშები კი ღამით სტიქიის ზონაში ჩარჩნენ.

ხელისუფლებამ 15 ოქტომბერს სკოლებში სასწავლო პროცესი შეაჩერა და მოსახლეობა ძლიერი წვიმის გაგრძელების საფრთხის შესახებ გააფრთხილა.

გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, ერთ-ერთი დაღუპული 14 წლის მოზარდია, რომელმაც ფათიჰის რაიონში , ჩუკურბოსტანის პარკში გუბეში ფეხი ჩადგა და დენმა დაარტყა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მეორე კი, 34 წლის, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის სარიერის რაიონის აიაზაღას უბანში დატბორილ ქუჩაში დაეცა და თავი ბორდიურს დაარტყა.

მუნიციპალიტეტის კატასტროფების კოორდინაციის ცენტრის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ წვიმა გაგრძელდება.