პუტინი პირველ კომენტარს აკეთებს რუსული კომპანიების ლოჯისტიკური და დატა ცენტრების დაბომბვაზე

15.10.26 23:54
პუტინი პირველ კომენტარს აკეთებს რუსული კომპანიების ლოჯისტიკური და დატა ცენტრების დაბომბვაზე

"გვეგონა, რომ ისინი ამდენს ვერ მოიფიქრებდნენ" - ვლადიმერ პუტინი პირველ კომენტარს აკეთებს რუსული კომპანიების ლოჯისტიკური და დატა ცენტრების დაბომბვაზე.

"ეს უნდა გაგვეთვალიწინებინა" ამბობს რუსეთის პრეზიდენტი. მისი თქმით, როდესაც რუსეთი საპასუხო ზომებს მიმართავს, უკრაინელები თავდასხმისთვის ახალ ობიექტებს არჩევენ. 

„სხვათა შორის, ისინი მუდმივად სჩადიან ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ალბათ წინასწარ უნდა გვეთვალისწინებინა, მაგრამ ჩვენ ვფიქრობდით, რომ ისინი ამაზე არ წავიდოდნენ. ჩვენ დავიწყეთ პასუხის გაცემა, რის შემდეგაც მათ მიმართეს თხოვნით თავიანთ სპონსორებს, რომ მათ ჩვენზე იმოქმედონ და გაგვაჩერონ. ასე იყო ენერგეტიკის ობიექტებთან დაკავშირებითაც მათ გუშინაც კი დაბომბეს ნავთობგადამამუშავებლი ქარხანა. ეს მათ დაიწყეს. არ უნდა დაეწყოთ. ამ ნაბიჯის გადადგმამდე ჯერ კიდევ კარგად უნდა ეფიქრათ შედეგებზე"- თქვა პუტინმა ბიზნესასოციაცია „დელოვაია როსიას“ („ბიზნეს რუსეთი“) ყრილობაზე.