ვოლოდიმირ ზელენსკი მარკ რუტეს შეხვდა
ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, ენერგეტიკული ზავი და ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა განიხილეს.
საუბარი შეეხო უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის PURL-ის მექანიზმის მეშვეობით. ეს მექანიზმი უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვას ითვალისწინებს.
„კარგია, რომ ბრიუსელში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შევხვდი. ვისაუბრეთ ენერგეტიკული მორატორიუმის ამოქმედების მნიშვნელობასა და ნატო-ს წევრი ქვეყნების მხრიდან უკრაინის უწყვეტ მხარდაჭერაზე, მათ შორის PURL-ის მექანიზმის მეშვეობით“, - წერს რუტე.