ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა

16.11.26 20:36
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა, - განცხადებას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაფინანსებაში მათი როლის გამო სანქციები დაუწესდა 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას. 

სანქციების სიაში მოხვდა 50 რუსული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტი, ასევე ონლაინვაჭრობის კომპანიების - „უაილდბერისისა“ და „ოზონის“ მფლობელები. შეზღუდვები შეეხო რუსეთის ნავთობისა და ენერგეტიკის სექტორს, მათ შორის „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებულ კომპანიებს.

ასევე, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 30 პირსა და ორ ორგანიზაციას, რომლებიც უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ პროპაგანდის გავრცელებასა და კიბერშეტევებში მონაწილეობენ.

სანქციების სიაში მოხვდა პრორუსული ჰაკერული დაჯგუფება NoName057(16), რომელიც სახელმწიფო ორგანოებზე, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებსა და კერძო კომპანიებზე კიბერშეტევებზე პასუხისმგებლობას იღებს.

მსგავსი სიახლეები