“შესანიშნავად ჩაიარა“ - ტრამპი სი ძინპინთან და ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრას აფასებს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან და სი ძინპინთან შეხვედრით კმაყოფილია.
„შესანიშნავად ჩაიარა“, - უთხრა მან Sky News-ს.
„ვფიქრობ, რომ 12 იყო. 0-დან 10-მდე შკალით თუ შევაფასებთ, ვფიქრობ, რომ 12 იყო“, - განუცხადა მან Air Force One-ის ბორტზე NBC News-ს სატელეფონო ინტერვიუს დროს.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, მას პეკინში „ისე კარგად მოეპყრნენ, როგორც ადამიანს შეიძლებოდა მოეპყრონ“.
ამერიკის ლიდერმა აღნიშნა, რომ მან და სი ძინპინმა ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ ტექნოლოგიაზე დამცავი ბარიერი, სულ მცირე, მინიმალურ დონეზე მაინც „დადებითი რამ არის“.