ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

23.11.26 19:24
ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული მარეკ იუხტეგი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს . რუსული მედიის ინფორმაციით, ესტონელმა დიპლომატმა უწყება მისვლიდან ნახევარ საათში დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. 

ესტონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 1-ლი დეკემბრიდან რუსეთთან სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელები დახუროს.

ცნობისთვის, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან “ესტონეთისა და ევროპის წინააღმდეგ მიმართული მუდმივი მტრული ქმედებების საპასუხოდ” მიიღეს.