„ჩემი მეგობარი“ - ტრამპმა პუტინთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ხელის ჩამორთმევის ფოტო გამოაქვეყნა და მას „ჩემი მეგობარი“ (My Friend) დააწერა. პოსტი 21 ნოემბერს, სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოჩნდა.
ტრამპმა პუტინს მეგობარი 19 ნოემბერსაც უწოდა, როდესაც ისინი ჩინეთში, APEC-ის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის დანახვისას ტრამპმა განაცხადა: „ეს ჩემი მეგობარია. მიხარია შენი ნახვა!“
აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან და პუტინთან შეხვედრების სხვა ფოტოებიც გამოაქვეყნა. ერთ-ერთს, რომელზეც ჩინეთის ლიდერი მას აეროპორტში ხვდება, „მეგობრები“ დააწერა. კიდევ ერთ პოსტში კი ტრამპმა თავისი შეხვედრები 1945 წლის იალტის კონფერენციას შეადარა.