კალინინგრადში საჰაერო განგაში გამოცხადდა

22.11.26 10:25
კალინინგრადში საჰაერო განგაში გამოცხადდა

რუსეთის კალინინგრადის ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ბალტიისკში, სადაც რუსეთის ბალტიის ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზაა განთავსებული, აფეთქებების ხმა ისმოდა და საჰაერო თავდაცვის სისტემები მოქმედებდა.

კალინინგრადის ხრაბროვოს აეროპორტში ფრენები დროებით შეიზღუდა.

ოლქის გუბერნატორის, ალექსეი ბესპროზვანიხის განცხადებით, განგაშის მიზეზი ლიეტუვის მხრიდან დაფიქსირებული საეჭვო ობიექტი გახდა. მისი თქმით, სპეციალისტებმა ინფორმაცია გადაამოწმეს, თუმცა საფრთხე ვერ აღმოაჩინეს.

ტელეგრამარხ Exilenova+-ის ცნობით, სავარაუდო თავდასხმის სამიზნე შესაძლოა რუსეთის ბალტიის ფლოტის სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურა ყოფილიყო. ობიექტების დაზიანების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსგავსი სიახლეები