„მოთმინება დასრულდა - კიდევ ერთმა ევროპულმა ქვეყანამ რუსეთთან დამეგობრება გადაწყვიტა“ - რუსული მედია საქართველოზე

22.11.26 10:32
„მოთმინება დასრულდა - კიდევ ერთმა ევროპულმა ქვეყანამ რუსეთთან დამეგობრება გადაწყვიტა“ - რუსული მედია საქართველოზე

რუსული პროპაგანდისტული მედია გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრას საქართველოსა და რუსეთის დაახლოების კონტექსტში აშუქებს.

RIA Novosti ხაზს უსვამს, რომ საქართველომ და რუსეთმა პირდაპირი მოლაპარაკებები განაახლეს და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ირაკლი კობახიძის სპეციალური წარმომადგენელი გიორგი ზურაბაშვილი ამავდროულად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა.

რუსული მედია ციტირებს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსაც, რომელმაც რუსეთთან დიალოგის მიმართ „შიშის დაძლევის“ აუცილებლობაზე ისაუბრა.

ზურაბაშვილი და გალუზინი ერთმანეთს 19 ნოემბერს, მინსკში შეხვდნენ. მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური, ჰუმანიტარული და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.