ჟერარ დეპარდიესა და მიშელ უელბეკის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების საქმეზე გამოძიება დაიწყო

22.11.26 12:36
ჟერარ დეპარდიესა და მიშელ უელბეკის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების საქმეზე გამოძიება დაიწყო

ცნობილი ფრანგი მსახიობის, ჟერარ დეპარდიესა და მწერლის, მიშელ უელბეკის წინააღმდეგ პარიზში სექსუალური ძალადობისა და ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებებზე გამოძიება მიმდინარეობს.

საქმე 2018 წელს, ფილმ „თალასოს“ გადაღებების დროს მომხდარ სავარაუდო ძალადობას ეხება. საჩივარი ქალმა შეიტანა, რომელიც იმ დროს 32 წლის იყო. მისი მტკიცებით, დეპარდიემ და უელბეკმა მასზე სექსუალურად იძალადეს.

მედიის ინფორმაციით, დანაშაულში თანამონაწილეობას ედავებიან ფილმის რეჟისორ გიიომ ნიკლუსაც, რომელიც, მომჩივნის თქმით, სცენას იღებდა.

პარიზის პროკურატურამ გამოძიების დაწყება დაადასტურა, თუმცა ოფიციალურ განცხადებაში ფიგურანტების ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

მსგავსი სიახლეები