ზელენსკიმ პუტინის მეგობრად მოხსენიება ჰიტლერის მეგობრობას გაუთანაბრა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „უცნაურია", რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „მეგობარს" უწოდებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
როგორც ზელენსკიმ ბრიტანულ BBC-სთან, “ეს აშშ-ის პრეზიდენტის საქმეა, მაგრამ „უცნაურია“.“
უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით, პუტინი „აგრესორი და მკვლელია“ და „ის მეგობარი ვერ იქნება". ზელენსკის განცხადებით, ეს იგივეა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ვინმეს ჰიტლერზე ეთქვა, რომ ის „კარგი მეგობარია“.