რუსეთი ევროპაში ბალისტიკური ბირთვული რაკეტების განთავსებით იმუქრება

14.12.21 13:02
რუსეთი ევროპაში ბალისტიკური ბირთვული რაკეტების განთავსებით იმუქრება

რუსეთის საგარეო უწყება ევროპაში ბალისტიკური ბირთვული რაკეტების განთავსებით იმუქრება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა, განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

რუსეთის საგარეო უწყების ამ გაფრთხილების მიხედვით,  შესაძლოა  უკრაინის საზღვართან დამატებითი სამხედრო ძალების მობილიზება გაიზარდოს. 

მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ იმოქმედონ ისე, როგორც მათი უპირატესობისთვისაა საჭირო და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გადავყლაპოთ და შევეგუოთ. ასე აღარ გაგრძელდება.

თუ ნატო თავის პოზიციაზე დარჩება, რომ არ აწარმოოს მოლაპარაკება, რუსეთი განალაგებს ბირთვულ რაკეტებს უკიდურეს დასავლეთში", - განაცხადა რიაბკოვმა.

ბალისტიკური ბირთვული რაკეტები ევროპაში 1987 წელს, მიხეილ გორბაჩოვის და რონალდ რეიგანს შორის დადებული შეთანხმებით აიკრძალა.  1991 წელს ასეთი ტიპის 2 700-მდე რაკეტა განადგურდა. 

მსგავსი სიახლეები