უკრაინა და რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ

23.12.21 10:32
უკრაინა და რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ

უკრაინის, რუსეთისა და ევროპის უსაფრთხოებისა და ეუთოს წარმომადგენლები აღმოსავლეთ უკრაინაში ქვეყნის სამთავრობო ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენაზე შეთანხმდნენ.

მოხარული ვართ, რომ მხარეებმა გამოხატეს მზაობა შესრულდეს 2020 წლის 22 ივლისის შეთანხმება. შეთანხმება უაღრესად მნიშვნელოვანია ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანებისთვის“, - განაცხადა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში და სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში (TCG), ელჩმა მიკო კინუნენმა.

კინუნენის თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება საკონტაქტო ხაზზე არასტაბილური იყო და 2021 წლის დეკემბერში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღეში დაახლოებით ხუთჯერ ირღვეოდა. 

უკრაინამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის  შეთანხმებას  2020 წლის ივლისში მიაღწია. თუმცა შეთანხმება დაირღვა.