თავდასხმა კაპიტოლიუმთან - დაღუპულია ერთი პოლიციელი

03.04.21 12:45
თავდასხმა კაპიტოლიუმთან - დაღუპულია ერთი პოლიციელი

აშში კაპიტოლიუმზე თავდასხმა მოხდა. CNN-ის ახალი ცნობით, თავდამსხმელმა ჯერ კაპიტოლიუმის ორი პოლიციელი მანქანით გაიტანა და ბარიკადს შეასკდა, რის შემდეგაც დანით შეიარაღებული მძღოლი ავტომობილიდან გადმოვიდა და პოლიციელებისკენ გაემართა. სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

დაღუპულია ასევე პოლიცელი უილიამ ევანსი, რომელიც  კაპიტოლიუმის პოლიციაში 18 წლის განმავლობაში მსახურობდა.

თავდასხმას აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა.მან დაღუპული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თეთრ სახლზე დროშების დაშვების განკარგულება გასცა.

ამერიკულმა მედიამ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ თავდამსხმელი 25 წლის ნოა გრინი იყო, რომელიც თავს "ისლამური სახელმწიფოს" წევრად თვლიდა.