უკრაინა შექმნა ლენინმა, როცა საბჭოთა კავშირს აყალიბებდა - ვლადიმერ პუტინი

23.12.21 16:55
უკრაინა შექმნა ლენინმა, როცა საბჭოთა კავშირს აყალიბებდა - ვლადიმერ პუტინი

გაეთრიეთ აქედან თქვენი გაფართოებით, მანდვილი აგრესორები ხართ - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსი სხვა სახელმწიფოების ტერიტორიების მიტაცებაში დაადანაშაულა. ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა Sky News-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფო ლენინმა შექმნა, როცა საბჭოთა კავშირს აყალიბებდა, NATO კი მიცემულ პირობას არღვევს და აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოვებას გეგმავს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ნამდვილი აგრესორია, დასავლეთი ყოველთვის ეძებდა გზებს რუსეთის გასანადგურებლად. მათ გაგვაცურეს, მოგვატყუეს NATO-ს გაფართოების ხუთი ტალღით და რაც მთავარია – რაც არ უნდა გავაკეთოთ, თქვენ ყოველთვის გამოხატავთ „შეშფოთებას“. გაეთრიეთ აქედან თქვენი „შეშფოთებებით“. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც საჭიროდ მივიჩნევთ, გვსურს, დარწმუნებული ვიყოთ ჩვენს უსაფრთხოებაში“, – განაცხადა პუტინმა. ჩვენ არ მივსულვართ შეერთებული შტატების საზღვრებთან რაკეტებით. ეს სწორედ შეერთებული შტატებია, რომელიც ჩვენი სახლის ზღურბლამდე მოვიდა თავისი რაკეტებით.

როგორ მოიქცეოდნენ ამერიკელები მათსა და კანადის, ან მექსიკა-აშშ-ს საზღვარზე რომ განგვეთავსებინა რაკეტები?! მექსიკასა და აშშ-ს ტერიტორიული საკითხები არ ჰქონიათ? ვის ეკუთვნოდა კალიფორნია? ტეხასი? ნუთუ დაგავიწყდათ? როგორც ჩანს, ყველაფერი მიჩუმდა და აღარავინ არაფერს იხსენებს ისე, როგორც ყირიმზე იხსენებენ, მშვენიერია.

ჩვენ კი არ ვცდილობთ, გავიხსენოთ თუ როგორ შეიქმნა უკრაინა. ვინ შექმნა ის? ვლადიმერ ილიჩ ლენინმა, როცა საბჭოთა კავშირს ქმნიდა – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.