არგენტინის პრეზიდენტს, რომელიც იანვარში რუსული "სპუტნიკით" აიცრა, კორონავირუსი დაუდგინდა

02.04.21 14:22
არგენტინის პრეზიდენტს, რომელიც იანვარში რუსული "სპუტნიკით" აიცრა, კორონავირუსი დაუდგინდა

არგენტინის პრეზიდენტს, ალბერტო ფერნანდესს, რომელიც იანვარში რუსული ვაქცინა „სპუტნიკით“ აიცრა, კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ალბერტო ფერნანდესმა საკუთარ  Twitter-ზე დაწერა.

2 აპრილის საღამოს ჩავაბარე ტესტი ანტიგენზე და მისი შედეგი დადებითი აღმოჩნდა. ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ველოდები PCR-ტესტის შედეგებს“, - წერს არგენტინის პრეზიდენტი.

არგენტინაში ვაქცინაცია რუსული „სპუტნიკით“, ჩინური „სინოფარმით“ და AstraZeneca-ს ინდური ვერსიით მიმდინარეობს.